მარკო რუბიო სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ტელეფონით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიომ ლავროვს უკრაინაში ომის დასრულების საკითხისადმი პრეზიდენტ ტრამპის ერთგულება დაუდასტურა.

"მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ერთგულება უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესახებ. გარდა ამისა, მათ განიხილეს შესაძლებლობა პოტენციურად, ერთად იმუშაონ სხვა ორმხრივ საკითხებზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი