"რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული სტრატეგიის საცდელ პოლიგონად აქცია. ის ამ მეთოდს არ იყენებს მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, იყენებს რუმინეთსა და მოლდოვაშიც, ხვალ კი შესაძლოა, სხვაგანაც გამოიყენოს და როცა უკრაინაში არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც რუსეთი, რომელმაც ომი ვერ მოიგო და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებაშია დარწმუნებული, შეეცდება უკრაინის დამორჩილებას. ასე რომ, ფრთხილად, არჩევნებთან, მოემზადეთ, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის!
თუ ამას საქართველოში არ დაუპირისპირდნენ, ის შავი ზღვის გავლით სხვაგანაც გავრცელდება. გერმანიაც კარგად ხედავს, რომ ჰიბრიდული სტრატეგია აქაც საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ საერთო სამიზნე და საერთო პრობლემა ვართ.
ქუჩაში ყოველდღე პროტესტია - ხალხის ნება სწორედ ახალი არჩევნების ჩატარებაა. და როცა არჩევნებამდე მივალთ, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს მხარდაჭერილი. უნდა დაგვიჭირონ მხარი, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურ მხარეს, რადგან ლეგიტიმურობა ხალხის გარეშე არ არსებობს."
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ამერიკის ხმასთან" და "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.