უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა ხვალ გაიმართება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საკითხზე, ასევე, ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოსამზადებლად აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა ხვალ, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართება.

აშშ-ის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი.

უცნობია, ვინ იქნება რუსეთის დელეგაციაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იყოს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მათ შეხვედრაში მონაწილეობაზე შეთავაზება არ მიუღიათ, საპირისპიროს ამტკიცებს თეთრი სახლი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი