"პარტიული ზონდერჯგუფის წევრებს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაციაც, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ. ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული.
ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არცერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ..."
განაცხადა "გახარია-საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ დღეს დილით, აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე.