საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ, ის ესაუბრა უკრაინელ და ამერიკელ ლიდერებს.
„რამდენიმე ევროპელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, მე ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს, შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკის.
უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და ამას უნდა ახლდეს უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და საიმედო გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ისევე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები" აღნიშნავს მაკრონი.
მისი თქმით, ევროპელებმა მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.
შეგახსენებთ, ევროპელმა ლიდერებმა პარიზში საგანგებო სამიტი გამართეს, რათა განეხილათ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმები - მოსკოვთან ევროპის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებები.
შეხვედრის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ გამოცხადებულა, მაგრამ ევროკავშირმა და ნატომ განაცხადეს, რომ საჭიროა მეტი ინვესტიციები თავდაცვაში და კიევს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები.