მედია: საუდის არაბეთში რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

გამოქვეყნდა:

მედიის ინფორმაციით, რუსულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაიწყო.

შეხვედრა  სამეფო რეზიდენციაში მიმდინარეობს.

საუდის არაბეთის დედაქალაქში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.

ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი.

მხარეები, სავარაუდოდ, განიხილავენ უკრაინაში ომის დასრულების გზებს, თუმცა უკრაინის ოფიციალური პოზიციაა, რომ არ ცნობს შეთანხმებებს ისეთ ი შეხვედრებიდან, სადაც თავად არ მონაწილეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი