
სოფელ ხანდაკის მოსახლეობა იმედგაცრუებულია. „ოცნების“ მიერ, 2018 წელს მოწყობილი სკვერი, რომელშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 ლარი დაიხარჯა, გარეგნულად მიტოვებულ ტერიტორიას გავს, შიგნით კი არცერთი დასასვენებელი და გასართობი ადგილი არ არის. მოსახლეობა ამბობს, რომ პარკში ქვეწარმავლებიც არიან და იქ ბავშვები სასეირნოდაც კი ვერ გაჰყავთ.
ხანდაკელები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მათ დასცინა. მათ სკვერი სულ სხვა ადგილას უნდოდათ, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სკვერისთვის ადგილი საკუთარი სურვილისამებრ შეარჩია.
მოსახლეობა სოფლის პრობლემების მოგვარებას ხელისუფლებისგან ითხოვს, მანამდე კი დენდროლოგიური პარკის მფლობელ ივანიშვლს, კასპის „ოცნების სკვერში“ ეპატიჟებიან, ოპოზიცია კი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი ჩინოვნიკებმა ჯიბეში ჩაიდეს.