ამერიკული და რუსული დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა | ტრამპი-პუტინის შეხვედრის თარიღი უცნობი დარჩა

გამოქვეყნდა:

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ დელეგაციებს შორის ოთხსაათნახევრიანი მოლაპარაკებები დასრულდა. თუმცა,  ტრამპისა და პუტინის შეხვედრის თარიღი უცნობი დარჩა. როგორც მედია წერს,  პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ - "ძნელია ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის კონკრეტული თარიღის დასახელება". შესაბამისად, ეს შეხვედრა მომავალ კვირას სავარაუდოდ, არ გაიმართება.

უშაკოვის თქმით, "რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციას ჰქონდა ძალიან სერიოზული საუბარი ყველა საკითხზე", თუმცა, ჯერ კიდევ რთულია საუბარი მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების დაახლოებაზე - „იყო ძალიან სერიოზული საუბარი ყველა იმ საკითხზე, რისი დაყენებაც გვინდოდა" - თქვა პუტინის წარმომადგენელმა.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. 

შეხვედრაზე არ იმყოფებოდა უკრაინული მხარე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი