"პატარა კაცების პატარა ბოღმა" | სალომე ზურაბიშვილი აეროპორტში მასზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ ის პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა და აეროპორტში ტიტუშკების მიერ მასზე თავდასხმას გამოეხმაურა. 

ზურაბიშვილის თქმით, თავდასხაზე საჩივარს შეიტანს, რადგან ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას.

"შემდეგ უკვე პოლიტიკოსების მიერ, "ოცნების" მიერ პირდაპირ გამართლებული ძალადობა პრეზიდენტის მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ისინი რომელ პრეზიდენტს ცნობენ, თუ არ ცნობენ. ეს არის სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ სცემენ პატივს. 

მე ვარ იმისი სიმბოლო, რასაც ებრძვის "ქართული ოცნება", ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ტრადიციებს, ქართულ ზრდილობას, მაგრამ ეს უკვე ძალიან დიდი ხანია რაც დაავიწყდათ და საქართველოს სურათს მსოფლიოში. იმიტომ, რომ იმ დროს როცა მიმიღეს, როგორც მიმიღეს მიუნხენში, თუ მანამდე ამერიკაში, თუ პარიზში ეს მათი რეაქცია არის მხოლოდ ის პატარა ბოღმა, პატარა კაცების პატარა ბოღმა. ვერსად ვერ წავა ეს ბოღმა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, თუ რა ხდება და რატომ ხდება, რომ ესენი ვერაფერს ვერ გადიან. რეალურად ამას ვუხსნიდი მე უცხოეთში, რასაც ღალატს ეძახიან, რომ საქართველო ამაზე ბევრად მეტია, საქართველო ამაზე ბევრად დიდია და ესენი ვერ მართავენ საქართველოს. აღარც იციან რას ნიშნავს ქვეყნის მართვა და მმართველობა. ერთადერთი რასაც აკეთებენ და რაც შეუძლიათ ეს არის რაღაც რეპრესიული ზომების ერთი-მეორეს მერე მიღება და კვერცხის სროლა. რა უსუსური უნდა იყო, რომ ამაზე დახვიდე, როცა შენ ხარ ხელისუფლება, მაგრამ სიტყვა ხელისუფლება არ მიყვარს ამათ შემთხვევაში იმიტომ, რომ აღარ არიან ხელისუფლება, ესენი არიან რეჟიმი და რა სისუსტეს ავლენს რეჟიმი, როცა ასაკოვანი ქალის მიმართ, რომელსაც არ ცნობენ პრეზიდენტად, კარგი ნუ მცნობთ არ აქვს მნიშვნელობა, ასე იქცევი. ეს თუ სისუსტის ნიშანი არ არის მე არ ვიცი რისი ნიშანია.

ეს ჩემი დღევანდელი მოწოდება არის საზოგადოებისთვის, რომელიც ღელავს და გასაგებია რატომაც ღელავ რაღაც არის რაც არავინ უნდა იკადროს, მაგრამ ესენი ყველაფერს კადრულობენ. ამიტომ მინდა მადლობა მოვახსენო საზოგადოებას გამოთქმული საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, საიდანაც წამოვიდა ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს გარეთ იმიჯს და რანაირად უნდა ვთქვათ რამე ტურიზმზე, როცა უსაფრთხოება აეროპორტში აღარ არის დაცული. არც გუშინწინ დილით, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, "ოცნების" ყოფილ პრემიერს, არც მაშინ იყო პოლიცია არსად დასანახი, არც ამ დილით. ამ დილით ვიცოდით უკვე, გავრცელებული იყო სოციალურ ქსელში, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. ესე იგი ყველამ იცოდა, მე თუ ვიცოდი ყველამ იცოდა და თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ უნდა რაღაცა ზომები ყოფილიყო მიღებული რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო აეროპორტის ჰოლში და აეროპორტის გასასვლელში. იმიტომ რომ იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებულები უყურებდნენ რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში..." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი