"მინდა განსაკუთრებულად მივმართო მზია ამაღლობელს, მას ვუთხრა დიდი მადლობა, იმისთვის რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც დღეს გააკეთა, როცა შეწყვიტა შიმშილობა. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები, ჩვენ გვჭირდება მაგარი პიროვნებები ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი. ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა, ეს შემართება გაიტანა საზღვრების მიღმა. ძალიან ბევრი ადამიანი მას გულშემატკივრობს და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება რეალურად ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ერთგვარი ლიდერი და ეს გვჭირდება ძალიან. ძალიან დიდი მადლობა მზია და გისურვებთ ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელებას"
- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელს, რეჟიმის პატიმარ მზია ამაღლობელს მიმართა, რომელმაც დღეს შიმშილობა შეწყვიტა.
მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა.