ოდესაში 500-ზე მეტი სახლი, სკოლები, ბაღები, კლინიკები, რუსების თავდასხმის შედეგად შუქისა და გათბობის გარეშე დარჩა

გამოქვეყნდა:

ოდესაზე რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დარჩა. ქალაქის მერის, გენადი ტრუხანოვის ცნობით, ჯამში 500-ზე მეტი სახლი დარჩა ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე:

„მტრის თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა 14 სკოლა, 13 საბავშვო ბაღი და  500-ზე მეტი სახლი. ექსპერტები უკვე აფასებენ შედეგებს და ადგენენ, რამდენი დროა საჭირო აღმოსაფხვრელად. საგრძნობლად დაზიანდა ბავშვთა კლინიკა და საბავშვო ბაღი", - წერს ტრუხანოვი. გარდა ამისა, დაშავებულია ერთი მოქალაქე.

ოდესის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი ვითარების გამოსწორებამდე შეწყვეტილია. დაზარალებული მოსახლეობისთვის მოეწყობა კარვები, სადაც მათ საშუალება ექნებათ გათბნენ და პირველადი საჭიროების გადაუდებელი დახმარებები მიიღონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი