ივანიშვილი-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერი | გერმანული ექსპერტიზის დასკვნას, ბაჩიაშვილი სასამართლოს დღეს წარუდგენს

გამოქვეყნდა:

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, გერმანიაში დანიშნული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღო, რასაც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე წარადგენს.

დღეს დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან, დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევაც. მისივე თქმით, დღეს დაიკითხება ლატვიის მოქალაქე, რომელმაც სესხი გამოყო მისი კაპიტალის შევსების ნაწილში.

ივანიშვილი-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერი, რომელსაც ექსპერტიზა გერმანიაში ჩაუტარდა, იქამდე სამხარაულის ბიურომ შეამოწმა და დაასკვნა, რომ მასზე მონტაჟის კვალი აღინიშნება. ექსპერტი წინა სასამართლო პროცესზე გამოიკითხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი