ოლიგარქის "დეპუტატ" ბოჟაძის თქმით, მოქალაქეები გამტაცებლებს უნდა ენდონ, რადგან ისინი "პოლიციელები" არიან და "იმსახურებენ"

გამოქვეყნდა:

რუსი ოლიგარქი ივანიშვილის არალეგიტიმური დეპუტატი ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ "ქვეყანა უსაფრთხოა" და "არავის არ იტაცებენ". მაშინ როდესაც თითქმის ყოველდღიურად შავფორმიანი და ნიღბიანი ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელია, ხალხს სხვადასხვა ადგილებში უსაფრდებიან, ფიზიკურად უსწორდებიან, მანქანებში ტენიან და მიჰყავთ ისე,რომ საათების მანძილზე მათი ადგილსამყოფელი უცნობია, ბოჟაძე ამბობს, რომ "უნდა ვენდოთ", რადგან ისინი "პოლიციელები არიან". ივანიშვილის პარლამენტის წარმომადგენელი გვეუბნება, ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ: 

"უნდა კითხოთ პოლიციელები არიან თუ არა და გაგცემენ პასუხს... უნდა ენდოთ, პოლიციელები იმსახურებენ თქვენს ნდობას. თუ აღმოჩნდებით გატაცებული, მოითხოვთ 112-ში დარეკვას, დაგარეკინებენ და გაგათავისუფლებენ. ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო, ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებს არ იტაცებენ. თუ აკავებენ ვინმეს, ესეიგი ეს არის პოლიცია..." - ამბობს ბოჟაძე "ტვ პირველთან", რომლის ოპერატორიც შავფორმიანების დაჯგუფებამ გასულ ღამეს აქციიდან გაიტაცა და რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი "სამართალდამცველები" იყვნენ, ოპერატორი კი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი