EU რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდნენ - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე ავრცელებს და წერს: 

"მე მივესალმები შეთანხმებას სანქციების მე-16 პაკეტზე. ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად ამკაცრებს ზომებს სანქციების გვერდის ავლის მიმართ, მიზანში ავიყვანთ პუტინის ჩრდილოვანი ფლოტის გემების დიდ ნაწილს და ახალ აკრძალვებს შემოვიღებთ იმპორტსა და ექსპორტზე. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ზეწოლა კრემლზე."

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დეკემბერში მიიღო. მთავარი სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ იყო. მე-16 პაკეტს კი EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრები 24 თებერვალს დაამტკიცებენ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი