"ჩვენ გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება" | ტრამპის წარმომადგენელი კიტ კელოგი კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა - კიევის რკინიგზის სადგურზე მას აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი დახვდა

"ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ის, რაც საჭიროა. ჩვენ გვესმის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება. ჩემი მისიის ნაწილია მოსმენა. შემდეგ მე დავბრუნდები შეერთებულ შტატებში და დაველაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი სწორად გავიგეთ“, - განუცხადა იქ მყოფ ჟურნალისტებს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

კელოგი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი