გერმანულმა ექსპერტიზამ დაადასტურა ჩანაწერის ნამდვილობა და ამოიცნო ჩემი და ივანიშვილის ხმები | ბაჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზა ივანიშვილ-ბაჩიაშვილის აუდიოჩანაწერის ნამდვილობას ადასტურებს - აცხადებს ბაჩიაშვილის დაცვის მხარე. მათ სწორედ დღეს წარუდგინეს სასამართლოს იმ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გერმანელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს: 

"ექსპერტიზა ადასტურებს ჩანაწერის ნამდვილობას და ექსპერტიზამ ამოიცნო ჩემი და ივანიშვილის ხმები, როგორც მითითებული იყო პროკურატურის მიერ მიწოდებულ სანიმუშო CD დისკში" განაცხადა ბაჩიაშვილმა. 

აღნიშნულ აუდიოჩანაწერზე სამხარაულის ექსპერტიზამ 114 წყვეტა დააფიქსირა და ის გაყალბებულად გამოაცხადა, ხოლო გერმანულმა მხოლოდ ერთი და ისიც მოსაუბრეებს შორის, პაუზით გამოწვეული:

"ე.წ. წყვეტები, ანუ შავ ხაზები, რაც მიაჩნდა სამხარაულს მონტაჟად, ეს სათანადო ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით დადგინდა, რომ საუბრის დროს იყო მოსაუბრეთა შორის ან პაუზა, ან გამოწვეული იყო აუდიოფაილის ხარისხით, შესაბამისად არცერთი წყვეტა არ არსებობდა, რომელიც მიუთითებდა მონტაჟს. " განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა. 

ე.წ. ბიტკოინების საქმეზე დღეიდან დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვები დაიწყო. პროცესზე დისტანციურად ჩართეს ბაჩიაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, ლატვიელი ბიზნესმენი მარატ იჩკოვსკი. მან აღნიშნა, რომ 2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილს 500 ათასი დოლარი ასესხა, რომელიც 2017 წელს უკან დაუბრუნა. იჩკოვსკის თქმითვე, ბაჩიაშვილს მაინინგის ბიზნესში ბიზნესპარტნიორები არ ჰყავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი