სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად, ბრიტანეთი უკრაინაში Typhoon-ების გაგზავნასა და საჰაერო სივრცის პატრულირებას განიხილავს | The Times

გამოქვეყნდა:

The Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, უკრაინაში Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას განიხილავს. 

გამოცემის ცნობით, მინისტრები განიხილავენ ვარიანტებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ დიდი რაოდენობით ჯარის გაგზავნა ომის დასრულების შემდეგ და ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი უკრაინის საჰაერო სივრცეში პატრულირებაა.

16 თებერვალს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს უსაფრთხოების გარანტიების სახით. სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობას საფრანგეთშიც განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი