პუტინი ამბობს, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.

"მე ამას უმაღლეს შეფასებას ვაძლევ, არის შედეგი", - ამბობს პუტინი.

მისი თქმით, ის მიესალმება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური მისიების მუშაობის განახლებას, რადგან, პუტინის განცხადებით, დიპლომატების გაძევებას "კარგი არაფერი მოჰყვება".

მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის "ნდობის გაზრდა" იყო, რომლის გარეშეც შეუძლებელია მრავალი საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის უკრაინის კონფლიქტის.

"ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალურ რეჟიმში აღდგენაზე. ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან დიპლომატების მუდმივი გაძევება კარგს არაფერს იწვევს", - თქვა პუტინმა.

18 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთისა და შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა საუდის არაბეთში მოლაპარაკებები პირველად გამართეს. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოებში პერსონალის რაოდენობის აღდგენაზე. შეხვედრას არ ესწრებოდა უკრაინის მხარე, რაზეც უკმაყოფილება გამოთქვა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი