"საქართველო საფრთხეშია... სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ სიმართლის მხარეს დგას" | სტუდენტების მიმართვა ევროკავშირის წარმომადგენლებს

გამოქვეყნდა:

სტუდენტები ევროპარლამენტარებს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიმართავენ.

მიმართვაში ისინი აცხადებენ, რომ საქართველო საფრთხეშია და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ სიმართლის მხარეს დგას.

მათი მიმართვა:

"ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს წევრებო, ევროკავშირის წარმომადგენლებო ჩვენ, საქართველოს სტუდენტები დღეს მოგმართავთ, რადგან გვჯერა, რომ დროა ჩვენი ხმა მოისმინოთ არა მხოლოდ როგორც მოქალაქეების, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის. 

საქართველო საფრთხეშია. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის სტუდენტები, ჟურნალისტები, ხელოვანები და აქტივისტები, "მთავრობის" მხრიდან ძალადობრივი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებიან იმის გამო, რომ სიმართლის მხარეს დგანან. დაჭერა, წამება და დევნა უკვე ჩვენ ყოველდღიურობად იქცა. ეს არ არის შორეული პრობლემა ეს ის მტკივნეული რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ. ყოველი დღე, ევროპის რეალური მხარდაჭერის გარეშე, საფრთხეა ჩვენი სიცოცხლისთვის. ევროპელი მოკავშირეების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების სიმცირეს რეალური შედეგები მოაქვს. 

მოგმართავთ, რადგან თქვენი დახმარება გვჭირდება. ევროპის დუმილი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს კიდევ ერთ უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს, კიდევ ერთ ჩახშობილ ხმას და კიდევ ერთ განადგურებულ მომავალს ნიშნავს. ამ რთულ დროში ერთად უნდა გავუმკლავდეთ სირთულეებს და ახალ გამოწვევებს. გვსურს, ჩვენი მოთხოვნა დღის წესრიგში დააყენოთ და გვაჩვენოთ, რომ ჩვენი მომავალი თქვენთვის მნიშვნელოვანია. თუ საქართველო დაეცემა, დაეცემა ევროპაც. ერთობით გავიმარჯვებთ!" - აცხადებენ სტუდენტები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი