აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
"დიქტატორი არჩევნების გარეშე", - წერს ტრამპი ზელენსკიზე და მას ურჩევს, რომ "სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანა აღარ დარჩება".
ის ზელენსკის აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "ამას ზელენსკიც აღიარებს, რომ თანხის ნახევარი დაკარგულია".
"ამავდროულად, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასრულების შესახებ, რასაც ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ "ტრამპს" და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია", - წერს ტრამპი.
მისი თქმით, წინამორბედ ჯო ბაიდენს არასდროს უცდია ევროპაში მშვიდობის დამყარება.