"მოქმედების დროა" | ნაუსედამ უკრაინის მხარდასაჭერად კონკრეტული გეგმა წარადგინა

გამოქვეყნდა:

"მოქმედების დროა" - ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტული გეგმა წარადგინა.

ნაუსედას გეგმით, უნდა მოხდეს:

  • უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები - NATO-ს წევრობა მოლაპარაკებების მაგიდაზე უნდა დარჩეს;
  • რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე და სანქციები უნდა დარჩეს მანამ, სანამ აგრესია არ შეჩერდება;
  • შეიარაღების სასწრაფო დაფინანსება და 10 მილიარდი ევროს დახმარება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის;
  • რუსეთის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების დაწესება რუსეთ/ბელარუსის იმპორტზე;
  • უკრაინის სწრაფი გაწევრიანება ევროკავშირში - მიზნობრივი თარიღი 2030 წლისთვის.

ნაუსედას თქმით, უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია.

"ვიმოქმედოთ ერთად", - წერს პრეზიდენტი X-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი