საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინფორმაციით, ევროპელ და კანადელ ლიდერებთან უკრაინის საკითხზე მორიგი შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, ისინი უკრაინის გვერდით დგანან და ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავის პასუხისმგებლობას იღებენ.
"საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია: ჩვენ გვსურს გრძელვადიანი და მყარი მშვიდობა უკრაინაში.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ ყველა ჩვენს პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი.
ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი, რომ ბოლო მოეღოს რუსეთის მიერ თითქმის სამი წლის განმავლობაში წარმოებულ აგრესიულ ომს.
ჩვენი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე:
- უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებებში და მისი უფლებები დაცული იყოს;
- მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები;
- გასათვალისწინებელია ევროპული უსაფრთხოების ინტერესები", - წერს მაკრონი.
მისივე განცხადებით, ყველა ლიდერი დარწმუნებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯების გაზრდის აუცილებლობაში, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები კი უახლოეს დღეებსა და კვირებში მიიღება.