ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ ქალაქზე იერში მიიტანა, რის შედეგადაც ხალხი დაშავდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაშავდა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის ბავშვებიც არიან.
თავდასხმის დროს დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. იერიშის დროს რუსეთმა საავიაციო ბომბები გამოიყენა.
გავრცელებული ცნობებით სულ 10-მდე ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ, ნაწილი გადაყვანილია კლინიკაში.