"ქართველებს, ალბათ, უხარიათ: რა ყოჩაღები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ "ოცნებას" | პუტინის მეგობარი და კრემლის პროპაგანდისტი დუგინი

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინის მეგობარი და კრემლის პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი საქართველოს შესახებ წერს და ამ კონტექსტში "ქართული ოცნების" ნარატივს იყენებს.

დუგინი განცხადებაში იმეორებს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილებს: უკრაინის კრიტიკასთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქის პარტიამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა.

"ქართველები, ალბათ, ახლა უყურებენ, როგორ ანადგურებს ტრამპი ზელენსკის და უხარიათ: რა ყოჩაღები ვართ, რომ მხარი დავუჭირეთ "ქართულ ოცნებას", არ მივყვებით USAID-ის ლაქიების მაგალითს, რომელიც მასკმა უკვე გაანადგურა და რომლებიც მძვინვარებდნენ თბილისის ქუჩებში და არ დარჩნენ გარდაუვალი კრახის მხარეს. გადაარჩინეს ქვეყანა. უკრაინა ყველას აძლევს ამაზრზენ მაგალითს იმისა, თუ როგორი არასდროს უნდა იყო და რა არ უნდა გააკეთო", - წერს პროპაგანდისტი სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი