თბილისის მერი კახა კალაძე მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს და საქართველოში დიპლომატიურ კორპუსს თავს ესხმის.
კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ საქართველოში ყოფნას "აზრი არ აქვს და ისინი მხარეს წარმოადგენენ".
კობახიძე რუსულ პროპაგანდას იყენებს და ამბობს, რომ დიპლომატები ქვეყანაში დაპირისპირებას აღვივებენ.
"საქართველოში, ზოგადად, ამ დიპლომატების ყოფნას არანაირი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი მხარე და წარმოადგენენ „დიფ სთეითს“ ჩვენს ქვეყანაში. მათ დიპლომატებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, გამომდინარე მათი განცხადებებიდან და ქმედებებიდან. წლების განმავლობაში, თუკი რაიმე მძიმე ფაქტი, უბედურება ხდებოდა ქვეყანაში, ეს მათი დამსახურებაა და იმ მიდგომებისა და დამოკიდებულების შედეგი, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ. კერძოდ, თეთრზე შავს გვეუბნებოდნენ და ყოველთვის შენიღბულ-შეფუთული პერფორმანსების მოწმენი ვიყავით, თითქოს ეს იყო დემოკრატიის ნაწილი. რეალობაში კი, ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ქვეყანაში აღვივებენ დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებას.
კიდევ ბევრი რამე ამოტივტივდება. უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა, რევოლუციების დაფინანსება სხვადასხვა ქვეყანაში. ქართველი ხალხი გონიერია და მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან სწრაფად გაანალიზა, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში უცხოელი ე.წ. დიპლომატების ჩართულობით, თუ რას ემსახურებოდა მათი ქმედებები.
შესაბამისად, ხალხმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არა მარტო ხელისუფლებამ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ჩვენთან ერთად, ქვეყანა აარიდა ძალიან დიდ უბედურებას", - განაცხადა კახა კალაძემ. კომენტარს საზმაუ ავრცელებს.