ევროპარლამენტი და ევროკომისია მოლდოვისთვის 1.9 მილიარდი ევროს დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმდა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტი და ევროკომისია მოლდოვისთვის 1.9 მილიარდი ევროს დახმარების დამტკიცებაზე შეთანხმდა.  ამ თანხიდან 520 მილიონ ევროს მოლდოვა გრანტის სახით მიიღებს. 1.5 მილიარდი ევრო კი დაბალპროცენტიანი სესხია. ევროკომისიის განცხადებით, ფინანსური დახმარება ქვეყანას ევროკავშირთან სწრაფად დაახლოებაში დაეხმარება.

"შეთანხმებული 1.9 მილიარდი ევროს ფონდი - ევროკავშირის ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი მოლდოვის დამოუკიდებლობის ისტორიაში - არის საკვანძო ნაბიჯი ჩვენს პარტნიორობაში.გაზრდილი ფინანსური დახმარებისა და რეფორმების გაერთიანება დააჩქარებს მოლდოვის პროგრესს ევროკავშირის გზაზე, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ დაახლოებასა და მოლდოვის ინტეგრაციას ჩვენს ერთიან ბაზარზე." - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი