ერდოღანს ესმის უკრაინის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა, მან პირადად გამოხატა მხარდაჭერა მომავალში უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიმართ - განუცხადა თურქულ მედიას ანკარაში ყოფნისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხს კიდევ ერთი ომის თავიდან აცილებისთვის აყენებს და ერდოღანს ეს ესმის:
"პრეზიდენტ ერდოღანსაც ესმის ეს და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მას ესმის ამის მნიშვნელობა და ბევრს ესმის ევროპაშიც. ევროპელი ლიდერების 99% მხარს უჭერს ჩვენს გაწევრიანებას ნატოში. სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია და შეერთებული შტატები მას ჯერ არ უჭერენ მხარს, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსაზრებების ჩამოყალიბებაში", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მან ასევე დასძინა, რომ ნატოს გარეშე გარანტიებზე საუბარი არ შეიძლება და რომ უკრაინას ძლიერი არმია ჰყავს, მაგრამ მას იარაღი და ფული სჭირდება.