
ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა გადააგდო - მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და არარსებული სამუშაო ადგილები - სამგორსა და დიდი ლილოს დასახლებაში მცხოვრებლები იმ შეუსრულებელ დაპირებებს იხსენებენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდისგან მოისმინეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ "ოცნებას" საარჩევნოდ გაცემული არცერთი დაპირება არ შეუსრულებია და ახალი დაპირებების უკვე აღარ სჯერათ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ სამგორი არ არის ერთადერთი რაიონი, სადაც "ოცნების" გუნდმა გაცემული დაპირებები არ შეასრულა.
დიდი ლილოს დასახლებაში ანტისანიტარიას უჩივიან. საკანალიზაციო სისტემის არარსებობის გამო წყალი ქუჩაში მიედინება. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ გაუსაძლისი სუნი აწუხებთ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი მთავრობა არ ჩქარობს. საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გარდა, დიდი ლილოს მოსახლეობა ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებასაც ითხოვს.
ალექსანდრე აბოვიანსა და მის მეუღლეს 2 თვის წინ სახელმწიფომ ჩვილი ჩამოართვა. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვის წაყვანა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მძიმე სოციალური მდგომარეობით ახსნეს. თუმცა, წართმეული ჩვილის მშობლები ითხოვენ, რომ ის თანხა, რასაც მინდობით აღზრდის მიზნით სხვა ოჯახს სახელმწიფო უხდის, ყოველთვიურად მათ დაურიცხონ და შვილს მათთან ერთად ცხოვრების უფლება მისცენ.
მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს ვარკეთილში მცხოვრები რომან ცერცვაძეც. ის ამ დროისთვის უმუშევარია და ბიძინა ივანიშვილის იმ დაპირებებს იხსენებს, როცა ოცნების ლიდერი დაცულ სიბერესა და პენსიის გაზრდაზე საუბრობდა.
ივანიშვილმა, რომ მოსახლეობა მოატყუა, ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი. ლევან ხაბეიშვილიც საუბრობს. მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლებას არჩევნებისთვის გაცემული არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი