აეროპორტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილი TAV-ს მიმართავს და რეაგირებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასსა და გიორგი გახარიაზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით, აეროპორტის მმართველ კომპანიას მიმართავს:

"თბილისის აეროპორტს მართავს TAV/ADP. ამ ადგილას ზედიზედ ორი თავდასხმა შეძლეს, 17 თებერვალს ყოფილ პრემიერმინისტრზე, 18 თებერვალს კი - პრეზიდენტ ზურაბიშვილზე. პერიმეტრზე პოლიციელები არ იმყოფებოდნენ, უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი. ველოდებით ADP-ის რეაგირებას" - წერს ზურაბიშვილი 

შეგახსენებთ, ოლიგარქის რეჟიმის დაქირავებული ტიტუშკების თავდასხმის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა დაზიანებები მიიღო. მისმა წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ გუშინ, 19 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი