ზელენსკი დემოკრატიულად აირჩიეს, პუტინი კი კლავს თავის ოპონენტებს და მანიპულირებს არჩევნებზე - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სკანდალურ განცხადებებს:
„ის არის თავისუფალი სისტემით არჩეული პრეზიდენტი. ამას ვერ ვიტყვით ვლადიმერ პუტინზე, რომელიც დიდი ხანია კლავს თავის ოპონენტებს და მანიპულირებს არჩევნებზე“, - აღნიშნა მაკრონმა ინტერნეტმომხმარებლების კითხვებზე პასუხის გაცემისას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გაემგზავრება ვაშინგტონში, რათა დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ მისი ინტერესები შეესაბამება ევროპელ მოკავშირეებს და რომ პუტინთან სისუსტის ნებისმიერი ჩვენება გაართულებს ურთიერთობას ჩინეთთან და ირანთან.
მაკრონმა თქვა, რომ გაურკვევლობა, თუ რას გააკეთებს ტრამპი უკრაინაში, შემაშფოთებელია, მაგრამ ეს ასევე ქმნის გაურკვევლობას პუტინისთვისაც, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მოლაპარაკებების გასაადვილებლად