"გუშინდელი ამბის გაგრძელება არ გაინტერესებთ? რო ვაგინე ავადმყოფ მამასთან როგორ მიიტანეთ ქვითარი თქო, დღეს არ გაინტერესებთ ახალი ქვითარი სად მიიტანეს? შვილიშვილები სადაც ცხოვრობენ, დოლიძეზე! კრიმპოლის 6 თანამშრომელი დაადგა 3 წლის კიტას და 1 წლის უნას და ჩამოუნგრიეს კარები ბრახუნით! მანდ რა გინდოდათ შეხება არ მაქვს თქო? მოძიებული ინფორმაციით მოვიტანეთო!
თქვენს ჭჯუაში ფსიქოლოგიურ ტერორს აწყობთ და გგონიათ დამაშინებთ? ერთმა შვილმკვდარმა მამამ მითხრა, ასეთი უბედურების მერე აღარაფრის გეშინიაო!
ხოდა იწანწალეთ ასე! ე ბუჯო! სამსახურში დავდივარ ფეხით ან 345 ნომერი ავტობუსით! რო გამოგელევათ მისამართები, შევხვდებით ავტობუსში!
კაი ხალხს კი შევხვდები ამ საღამოს რუსთაველზე ისევ!
პ.ს. რაც გაგინეთ ქოცებო ყველაფერი ძალაში რჩება უბრალოდ ჩემს ფბ მეგობრებს ვერ ვაკადრებ დილიდან ისევ იგივეს კითხვას!
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! სიკვდილი ოლიგარქს! ძირს რუსული რეჟიმი!
რუსთაველზეც და ყველგან, ბოლომდეეე!"
- წერს სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც ოლიგარქის პოლიცია პროტესტის დროს გზის გადაკეტვას ედავება.
პეტრიაშვილის ინფორმაციით, მას საჯარიმო ქვითარი ოლიგარქის პოლიციამ გასულ ღამესაც, მისი მამის საცხოვრებელ ადგილზე მიუტანა:
"მამაჩემი გამოვიყვანე დღეს საავადმყოფოდან! ხო იცოდით თქვე ნაძირლებო? ხო იცით ფაქტიური მისამართი? მაინცდამაინც იქ მიიტანეთ სადაც ავადმყოფი კაცი მივიყვანე!" - დაწერა მან სოციალურ ქსელში გუშინ.