"მადლობელი ვარ, რომ ამერიკის დელეგაცია საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა გასულ კვირას. მამაცი ქართველების უწყვეტი პროტესტის 85-ე დღეა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და რეჟიმის ტყვეები."
წერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან დაკავშირებით.
14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, 150 მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართული ოცნების" მთავრობას. სახელმწიფო ლიდერებთან და დელეგაციებთან შეხვედრებს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართავდა.