
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი გელა ხასაია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში თავის პროცესზე მისულს მეორე ჯარიმა ჩააბარეს.
"ცირკი გრძელდება. საქალაქოში მოვედი ჩემი პროცესი არის 2-ზე. საქალაქოში შიგნით მომადგა ქალი ფურცლებით და ჩამაბარა მეორე ჯარიმა - 5000 ლარი.
დღეს 10 000-ლარიანი ვარ," - წერს გელა ხასაია.