ოლიგარქის პოლიციამ გზის გადაკეტვის გამო, პრეზიდენტის ძმა ოთარ ზურაბიშვილი დააჯარიმა.
"ამ დილას, ორჯერ ზედიზედ მომადგა პოლიცია. ჯერ 4 პოლიციელი (5000 ლ), შემდეგ 3 (ისევ 5000)! ჯარიმის (ქუჩის გადაკეტვა) ოქმის გადასაცემად ამდენი პოლიციელი ალბათ საჭირო იყო!
- პროტესტის ნება ყველას აქვს;
- ეს მხოლოდ დაშინების პროცესია;
- შანსი არ არის რომ ვინმე შეაშინონ.
ტყუილია! გავასაჩივრებ! ამ საღამოს აქციაზე ვიქნები!" - წერს ოთარ ზურაბიშვილი.
ფოტო: ipn.ge