მარკო რუბიო რადოსლავ სიკორსკის შეხვდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

რობიო X-ზე წერს, რომ მინისტრთან, მრავალ საკითხთან ერთად, უკრაინის თემაც განიხილა.

"ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-პოლონეთის ურთიერთობას უკეთესი სარგებელი მოიტანოს როგორც ამერიკელი, ასევე, პოლონელი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბაზრის სამართლიან და ორმხრივ წვდომას.

ჩვენ, ასევე, განვიხილეთ რუსეთ-უკრაინის ომი და NATO-ს ყველა მოკავშირის საჭიროება, რომ დაუყოვნებლად გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები", - წერს რუბიო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი