
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში covid 19-ის ტესტი 167 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან კორონავირუსი 65 პირს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულ 1590 ადამიანს მკურნალობენ, მათგან გამოჯანმრთელდა 590; 12 პაციენტი კი გარდაცვლილია.
დღეს, 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 295 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 3.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 33 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.