გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარებს. უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.
გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში "ქრისტიან-დემოკრატები" (CDU) გაიმარჯვებენ, რომლის ლიდერიც, ფრიდრიხ მერცი გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდება. თუმცა, კოალიციისთვის მას მინიმუმ 1 პარტიასთან დასჭირდება თანამშრომლობა, ეს კი ოლაფ შოლცის "სოციალ-დემოკრატიული პარტია" იქნება.
გამოკითხვებით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), რომელთანაც კოალიციის შეკვრას არც ერთი პარტია არ აპირებს.