დიდი ბრიტანეთი ხვალ, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "ყველაზე დიდ პაკეტს" გამოაცხადებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თქმით, ეს პაკეტი უმსხვილესი იქნება, მიზანი კი მოსკოვის შემოსავლების შემცირებაა.
მისი განცხადებით, ახლა პუტინის რუსეთზე ზეწოლის დროა.
გარდა ამისა, ხვალ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ოფიციალურად მიიღებს.