უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაესხნენ თავს, რის გამოც იქ ხანძარი გაჩნდა.
რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხი ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც იქ ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივ ხელისუფლებას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
უკრაინულმა თვითმფრინავებმა იანვარში ორჯერ შეუტიეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას: პირველად, ერთი თვის წინ და მეორედ, პირველი თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ. თავდასხმების შედეგად, მაშინ ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.