რუსეთის ომის 3 წლისთავზე კიევში ჩავიდნენ კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, ასევე ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი, ესტონეთის პრემიერ მინისტრი კრისტენ მიხალი.
"რუსული აგრესიის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ უცვლელია. ჩვენ უკვე ვართ კიევში, უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობის მისაღებად." წერს X-ზე ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი.
დილიდან კიევის რკინიგზის სადგურზე ევროპელ ლიდერებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხვდებიან.
კიევში დღეს სამიტზე დასასწრებად 13 ევროპული ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. უკრაინის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ასევე ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.