ოლიგარქის საგამოძიებოს მტკიცებით, ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ინტიმური შინაარსის ფოტომასალის უკანონოდ მოპოვებაზე ჩაატარეს

გამოქვეყნდა:

სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩავატარეთ - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი. სპორტული კომენტატორის სახლში ჩხრეკა დასრულდა. ამოღებულია ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. 

"...მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა, ასევე მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ექაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არაა საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე " განუცხადა ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა

მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება.

სანდრო ცნობილაძის სახლში რეჟიმის გამომძიებლები დღეს დილით შევიდნენ. თავად ცნობილაძე ფაქტს აქციებში მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი