ანდრო ჭიჭინაძის საქმე სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება. დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის უკვე ევროსასამართლოში იქნება. დაცვის მხარე კონვენციის ორი მუხლის დარღვევას დაობს:
"ანდრო ჭიჭინაძის საქმე აღკვეთის ნაწილში, გაიგზავნება სტრასბურგის სასამართლოში, სადაც განხილული იქნება როგორც პირველ წარდგენაზე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის საკითხი, ასევე შემდგომში უკვე გადახედვის დროს, ანალოგიური გადაწყვეტილების საკითხი, როცა ანდრო ჭიჭინაძე სხვა ბრალდებულებთან ერთად დარჩა პატიმრობაში.
იქნება მეხუთე მუხლი გამოყენებული, რაც ითვალისწინებს უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის საკითხს. ასევე იქნება მე-18 მუხლი დაყენებული სასამართლოს წინაშე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და არსებობს სხვა პოლიტიკური მოტივაცია" განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.
შეგახსენებთ, ოლიგარქის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 10 პირი, 10 იანვარს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
იხილეთ ასევე: