უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში, რუსეთში ანტისაომარი პოზიციის გამო 20 ათასზე მეტი დაკავება მოხდა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წლის განმავლობაში რუსეთში ანტისაომარი პოზიციის გამო 20 ათასზე მეტი დაკავება მოხდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტი ОВД-Инфо იტყობინება.

ყველაზე მეტი დაპატიმრება მოხდა ომის პირველ წელს. 2022 წელს იყო 18 910 დაპატიმრება, 2024 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებმა დაარეგისტრირეს საჯარო ანტისამთავრობო აქციების გამო დაკავების 274 შემთხვევა;

გარდა ამისა, სამი წლის განმავლობაში უშიშროების ძალებმა 856-ჯერ დააკავეს ადამიანები ომის საწინააღმდეგო პოსტების, სიმბოლოების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებოდა ომს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი