"ასე ინება უფალმა" | პუტინი უკრაინაში ომის დაწყებაზე

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ომში მონაწილეების რუსეთის გმირის ვარსკვლავით  დაჯილდოებისას განაცხადა, რომ ომის დაწყება უფლის ნება იყო.

"ასე მოეწყო ბედი, ასე ინება უფალმა, თუ შეიძლება ასე რომ ვთქვათ, რომ ასეთი რთული, მაგრამ საპატიო მისია დაგვაწვა მხრებზე - დავიცვათ რუსეთი", -  განაცხადა პუტინმა კრემლში გამართული ღონისძიებისას.

უკრაინული მედიის ცნობით, პუტინის მიერ დაჯილდოებულთა შორის იყო ჯარისკაცი, რომელმაც გასცა ბრძანება მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტის შესახებ. დაჯილდოვებულთა შორის იყო ასევე სომალის ბატალიონის მეთაურის მოადგილე ანდრეი ნიკოლიუკი, რომელიც 2014 წლიდან იბრძოდა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მხარეს. მან მონაწილეობა აქვს მიღებული მარიუპოლის შტურმში და აღმართა რუსეთის დროშა დაპყრობილი ქალაქის პოლიციის შენობის თავზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი