თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრა მიმდინარეობს. ის დახურულ კარს მიღმა ტარდება. მანამდე შეხვედრა შედგა ფრანგულ და ამერიკულ მედიასთან და ტრამპმა ჟურნალისტების კითხვების უპასუხა. აღსანიშნავია, რომ ორი ლიდერის პრესკონფერენცია ახლა უნდა გამართულიყო, თუმცა ის რამდენიმე საათით გადაიდო.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის ელის, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება ჩავიდეს ვაშინგტონში "ამ კვირაში ან მომავალ კვირაში", რათა ხელი მოაწეროს შეერთებულ შტატებთან უკრაინის იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას.
ამასთან, ტრამპი არ არის დარწმუნებული, როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
"არ ვიცი, როდის ვილაპარაკებთ. რაღაც მომენტში მე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.