"ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არაერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიით იყო გამოწვეული. ერთი საოცრება შემიძლია გითხრათ აქვე - ლანჩხუთში, სოფელ ნინოშვილში, გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდე ზემოდან დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანი მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან, ისედაც რთული ვითარებაა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება თეორიულად, და ესენი აპანიკებენ. “
ამბობს დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრისას ოლიგარქის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მდინარაძე.