"ვიბრძოლებთ ბოლომდე!" | გმირთა მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მემორიალთან ფიცი დადეს

გამოქვეყნდა:

გმირთა მოედანზე შეკრებილმა საპროტესტო მარშების მონაწილეებმა მემორიალთან ფიცი დადეს:

"ჩვენი გმირების წინაშე, ვინც ჯავშნად გვედგა,
ვინც ანდერძად დაგვიტოვა სახელოვნად გამარჯვება,
ვინც არ დანებდა,
ვინც 100 წლის წინ იბრძოლა ჩვენი თავისუფლების მტრების წინააღმდეგ,
მათი სულების წინაშე,
რომლებიც დღეს დაგვცქერიან ჩვენ,
წარსულის და დღევანდელი გმირების,
- 49 სინდისის პატიმრის სახელით,
ისტორიისა და მომავლის წინაშე ვფიცავთ:
არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს!
სიტყვით და საქმით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს!
ვფიცავთ - ვიქნებით ერთად!
ვფიცავთ - ვიბრძოლებთ ბოლომდე!"

მარშების მონაწილეები გმირთა მოედანზე სხვადასხვა ლოკაციიდან მივიდნენ. ისინი გმირთა მოედნიდან რუსთაველის გამზირზე გადავლენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი