„დელტას“ დირექტორი თანამდებობას ტოვებს - უჩა ძოძუაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ამ გადაწყვეტილებას კი წინ უძღვოდა სკანდალი თავდაცვის სამინისტროში.
რამდენიმე დღის წინ, უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ საბრძოლო დანადგარი „დიდგორი“ მალე ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიყიდება. სწორედ ამან გამოიწვია თავდაცვის სამინისტროში უკმაყოფილება, სადაც აცხადებენ, რომ ძოძუაშვილის განცხადება მათთან შეუთანხმებელი იყო.
„მთავართან“ ინტერვიუში ძოძუაშვილი ამბობს, რომ დიდი ხანია ფიქრობს კერძო ბიზნესის მიმართულებით რომ გაეგრძელებინა მუშაობა. თუმცა, რას მოჰყვა თავდაცვის უწყების უკმაყოფილება, ამაზე „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი აღარ საუბრობს და „მთავარს“ კითხვებზე პასუხის მისაღებად ღარიბაშვილის უწყებასთან ამისამართებს.
დიდი ხანია უკვე ვმუშაობთ მაგ მიმართულებით. დიდი ხანია, ვფიქრობ, რომ გავსულიყავი კერძო ბიზნესის მიმართულებით“ - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.