"რა უნდა იყოს გეგმა? არჩევნებისთვის მომზადება და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე..." | პრეზიდენტმა სტრატეგიაზე ისაუბრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და სტრატეგიაზე ისაუბრა.

მისი თქმით, გეგმა არის არჩევნებისთვის მომზადება და ეს მომზადება რამდენიმე საკითხზე გადის.

"მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისი, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე და ეს სწორი გზა რა არის, ყველა კითხულობს, რა არის გეგმა? გეგმა არის ერთი და უალტერნატივო - ახალი არჩევნები...

რა უნდა იყოს გეგმა? არჩევნებისთვის მომზადება და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე.

ერთი არის, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები.

მეორე, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთლი ჯარი უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება, ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი ყველას გასაკეთებელი და დღეს უნდა დავიწყოთ.

მესამე და ამაზე ვმუშაობ - ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორების ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ის ფორმები გაყალბების, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ, ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს, ეს ეხება ბევრ რამეს და ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი სწორედ მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ კარგად გაიგეს, რომ არჩევნების გაყალბება და მანიპულაცია გახდა რუსეთისთვის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან, მაგრამ რომელიც შეეხება სხვა ევროპის ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია, ამისთვის ყველამ უნდა შეისწავლოს აქ რა მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ არასდროს.

კიდევ უნდა გავაკეთოთ და ამაში ასევე ვარ ჩართული, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის, ეს არის ერთი მხრივ პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ შესაძლო ახალი პოლიტიკური პარტიები, ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თქვენთან არიან, ქუჩაში დგანან", - თქვა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი