"შევხვდი პარლამენტარებს უკრაინის მხარდაჭერის გლობალური საპარლამენტო ქსელიდან. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური კონტაქტები ყველა დონეზე - ლიდერებით და პარლამენტით დაწყებული, მედიითა და ბევრი სამოქალაქო ორგანიზაციით დასრულებული.
ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გავუძლოთ ამ ომს და ღირსეულად დასრულდეს ის - ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ხალხი, უკრაინელი ერი იმსახურებს. ერი, რომელიც ასე მამაცურად იბრძვის, პატივისცემას იმსახურებს და ეს პატივისცემა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცევა."
- წერს X-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.